FBI: ტრამპზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია
“FBI-მ დაადგინა 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, პენსილვანიიდან, როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში 13 ივლისს, პენსილვანიაში… ეს რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად და ნებისმიერს, ვისაც აქვს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს გამოძიებას, შეუძლია გამოაგზავნოს ფოტოები ან ვიდეოები ონლაინ მისამართზე, ან დარეკოს FBI-ში” – განუცხადა FBI-იმ Fox News Digital-ს
შეგახსენებთ, პენსილვანიაში, მხარდამჭერების ყრილობაზე სროლის შედეგად, ტრამპი დაიჭრა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სახის არეშია დაჭრილი – მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეიარაღებულ თავდასხმას ერთი მოქალაქე და თავად თავდამსხმელი ემსხვერპლა. დაჭრილია კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურის აგენტმა მოკლა.










