ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლამდე ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, სოფელ ჩოლოქთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
გარდაცვლილი გუგალო კახიძეა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები.










