ტრაგედია ოზურგეთში გუშინ მოხდა, სოფელ გურიანთაშირვა საათიანი ძებნის შემდეგ, 6 წლის ბიჭი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის უკან, დაახლოებით, ერთი მეტრის სიღრმის, წყლით სავსე თხრილში გარდაცვლილი იპოვეს.
თხრილთან მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო, გამაგრებითი სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო.
ოჯახი ოზურგეთში ცხოვრობდა. ბავშვი კი, ბებიასთან სტუმრად იყო ჩასული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისმხობს.










