9 აგვისტოს რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის “ტორპედო”-მ “თელავს” უმასპინძლა.
მატჩი “თელავი”-ს გამარჯვებით 1-0 დასრულდა. საფეხბურთო სანახაობის მოლოდინში მყოფ გულშემატკვრებს უხერხული სურათი დახვდათ ტრიბუნებზე- გარდაცვლილი კატის ნეშთი.
აღნიშნულ ფაქტზე სტადიონის ადმინისტრაციამ რეაგირება მხოლოდ მაშინ მოახდინა, როცა ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ის ჟურნალისტმა ფაქტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტ სივრცეში განათავსა და ქუთაისის მერი მონიშნა.










