ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა. შეხვედრის მე-3 წუთზე ონორე გომისმა ფილიპ კლიაჩის კარის აღება შეძლო ,მასპინძლები დაწინაურდნენ.
მატჩის 28-ე წუთში ფილიპე პირესმა წონასწორობის აღდგენა შეძლო , 41-ე წუთზე კი ბიორნ იონსენმა პენალტი უზადოდ შეასრულა და ქუთათურები დაწინაურდნენ,რჩებოდა განცდა რომ სტუმრები შინ 3 ქულით დაბრუნდებოდნენ,თუმცა შეხვედრის მიწურულს ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი იონსენის მსგავსად უზადოდ შეასრულა და ბათუმის “დინამომ” მორიგი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
რაც შეეხება “ტორპედოს” მათი მეტოქე ფოთის კოლხეთია,რომელიც კარგ ფორმაშია და დღეს “თელავი” 3-1 დაამარცხა