იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას შეხვედრა იტალიელ ინვესტორებთან ცოტა ხნის წინ დასრულდა.
“იტალიელი ინვესტორები მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობას აცხადებენ, მოლაპარაკებები მიმდინარე ტექნიკურ საკითხებზე კვირის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის “ტორპედოს” ახალი მფლობელი ეყოლება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე მხარეებმა იმ გარანტიებზეც ისაუბრეს, რომლითაც გუნდს უნდა ჰქონდეს სტაბილური დაფინანსება, ფეხბურთელების კონტრაქტები უნდა იყოს მყარი და არ უნდა დაირღვეს პირობები, რაც წინა შემთხვევაში ხდებოდა. მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და “კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგაში” ღირსეული გამოსვლა იქნება.” – ნათქვამია იმერეთის გუბერნატორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ახლა აქ ვარ ტორპედო ქუთაისის გამო, რათა შევისყიდი წილები და მისი მენეჯმენტი გადავიბარო. უკვე ვიმსჯელეთ ქუთაისის მერთან და მმართველთან და შეთანხმების დასკვნით ნაწილზე ვართ. გვინდა ეს საკითხი სწრაფად მოვაგვაროთ, რამდენდაც შესაძლებელი იქნება. იქამდე ჩამოვყალიბდებით ვალდებულებებზე კონტრაქტის გასაფორმებლად. გვინდა კლუბის ინფრასტრუქტურა განვავითროთ, გვინდა რომ კლუბმა ეროვნილ ლიგაზე გასვლა შეძლოს” – განაცხადა იტალიელმა ინვესტორმა ფაბიო მანინიმ.