LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“უცნობებმა გზა გადაუღობეს, იარაღით ემუქრებოდნენ”- რუსი ტურისტის შესახებ ტელეგრამ არხებში წერენ

“ერთ-ერთი ჩემ­კენ მო­მარ­თუ­ლი პის­ტო­ლე­ტით მო­ვი­და”-რას ჰყვება რუსი ტურისტი,რომელსაც მესტიაში თავს დაესხნენ

დაპოსტა 2025/01/06-ში
A A
875
ნახვა
გაზიარება

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნაკ­რას­თან თავ­დას­ხმის შე­დე­გად გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი კა­ცის პარტნი­ო­რი ქა­ლის მო­ნა­ყო­ლი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. ალი­ნას (გვა­რი უც­ნო­ბია) თქმით, მას და მის თა­ნამ­გზავრ მა­მა­კაცს ორი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი პის­ტო­ლე­ტის მუ­ქა­რით და­ეს­ხა თავს. ქალ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია, ბლო­გერ ნი­კო­ლაი ლევ­ში­ცის “ტე­ლეგ­რა­მის” არხზე, კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რა. ამა “ტე­ლეგ­რა­მარ­ხის” ინ­ფორ­მა­ცი­ით და­კარ­გუ­ლი მა­მა­კა­ცი ვიქ­ტორ სო­ლო­ვი­ო­ვია.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე წყვილს, ვის­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცია 5 იან­ვარს გავ­რცელ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ისი­ნი ცოლ-ქმა­რი იყ­ვნენ, თუმ­ცა ქალი მა­მა­კაცს არა მე­უღ­ლედ, არა­მედ თა­ნამ­გზავ­რად მო­იხ­სე­ნი­ებს.

ქა­ლის თქმით, და­ნა­შა­უ­ლი 4 იან­ვრის ღა­მეს მოხ­და, რო­დე­საც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ქალი და მა­მა­კა­ცი ზუგ­დი­დი­დან მეს­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ოდ­ნენ.

“ყვე­ლას მო­გე­სალ­მე­ბით, ეს ამ­ბა­ვი მე და ჩემს თა­ნამ­გზავრ ვიქ­ტორს გა­დაგ­ვხდა თავს”, თეთ­ნულ­დის­კენ მივ­დი­ო­დით და და­ი­წყო თოვა. გვი­რა­ბის შემ­დეგ თოვ­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად გავ­ჩერ­დით, გა­და­ვი­ღეთ ვი­დე­ო­ე­ბი.

პირ­ვე­ლად რო­დე­საც ახ­ლოს ჩაგ­ვი­ა­რეს, შე­ჩერ­დნენ და გვკი­თხეს, დახ­მა­რე­ბა ხომ არ გვჭირ­დე­ბო­და? – ჩვენ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დეთ და ვუ­თხა­რით რომ არა­ფე­რი გვჭირ­დე­ბო­და, უბ­რა­ლოდ ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დით. ისი­ნი წა­ვიდ­ნენ. შემ­დეგ გა­ვუს­წა­რით, ისი­ნი გზის პი­რას იდ­გნენ.

გზად თოვლში ჩარ­ჩე­ნილ მან­ქა­ნას წა­ვა­წყდით, ვი­ტი­ამ ისი­ნი თო­კით ამო­იყ­ვა­ნა. ამ დროს თეთრმა “სუ­ბა­რუს“ მარ­კის მან­ქა­ნამ გა­ი­ა­რა და აღარ გა­ჩე­რე­ბუ­ლან.

მა­ლე­ვე ვი­ტი­ამ შო­რი­დან და­ი­ნა­ხა, რომ ისი­ნი შუა გზა­ზე იდ­გნენ, ვიქ­ტორ­მა და­ნის ამო­ღე­ბა მთხო­ვა, ვი­ნა­ი­დან ეს ვი­თა­რე­ბა უც­ნა­უ­რად მო­ეჩ­ვე­ნა, რად­გან მთე­ლი გზის გან­მავ­ლო­ბა­ში ხან გა­დაგ­ვის­წრებ­დნენ, ხან გა­ნა­პი­რას ჩერ­დე­ბოდ­ნენ, მი­თუ­მე­ტეს როცა გა­ჩერ­დნენ და ავ­ტო­მან­ქა­ნით გზა გა­დაგ­ვი­ღო­ბეს… ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­სა­კე­ცი დანა, რო­მე­ლიც მან­ქა­ნის სა­თავ­სო­ში გდია ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის. არა­ვინ გა­და­სუ­ლა და და­მუქ­რე­ბია და­ნით, მან ის თა­ვი­სი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის აიღო, თავი რომ და­ეც­ვა…

გა­და­ვი­და და ჰკი­თხა, თუ რა მოხ­და. მათ ნა­სო­სი სთხო­ვეს – ამო­ი­ღო და მის­ცა.

შემ­დეგ და­ი­წყო რა­ღაც კონ­ფლიქ­ტი. 3 ტე­ლე­ფო­ნი გვქონ­და, 1 მე და 2 ვი­ტი­ას, მათ მოგვ­თხო­ვეს მიგ­ვე­ცა ტე­ლე­ფო­ნე­ბი, მათი პრე­ტენ­ზია, რაც მათი სა­უბ­რი­დან გა­ვი­გე ასე­თი იყო: “რა­ტომ გა­ჩერ­დით გვი­რაბ­თან და რა­ტომ გვი­ღებ­თო”… ერთ-ერთი მათ­გა­ნი მან­ქა­ნა­ში შე­მოძ­ვრა და ვი­ტი­ას ტე­ლე­ფო­ნი აიღო.

ვი­ტი­ამ მათ სთხო­ვა, მე არ შემ­ხე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ მან მე­ო­რე ტე­ლე­ფო­ნიც აიღო. მათ შო­რის დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­და, რა დრო­საც მე მხო­ლოდ ვიქ­ტო­რის სა­უ­ბა­რი მეს­მო­და და მათ სთხოვ­და, არ შე­ხე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ იყო 2 გას­რო­ლა. ვერ ვხე­დავ­დი, სად ის­როდ­ნენ და ვერც ვიქ­ტორს ვხე­დავ­დი. ერთ-ერთი ჩემ­კენ მო­მარ­თუ­ლი პის­ტო­ლე­ტით მო­ვი­და და მთხო­ვა მი­მე­ცა ტე­ლე­ფო­ნი… არ დამ­ლო­დე­ბი­ან, ორი­ვე­ნი ჩას­ხდნენ ჩვენს მან­ქა­ნა­ში და პირ­და­პირ და­იძ­რნენ. შემ­დეგ, რო­მე­ლიც უკან იჯდა, გად­მოხ­ტა. წა­ვე­დით პირ­და­პირ.

შემ­დეგ “სუ­ბა­რუ“ წა­მოგ­ვე­წია. ის, ვინც ჩვენს მან­ქა­ნას მარ­თავ­და, შე­მობ­რუნ­და, გა­და­ვი­და და “სუ­ბა­რუ­ში“ ჩაჯ­და. 10 წუ­თით წა­ვიდ­ნენ, იმ დროს დავ­რე­კე 112-ში. მო­ვა­ხერ­ხე და ავუხ­სე­ნი, რომ მეს­ტი­ამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის სა­ვა­ლი გვქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. და­ვა­სა­ხე­ლე ჩვე­ნი მან­ქა­ნის ნო­მე­რი და ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რი.

მან­ქა­ნა­ში ჩა­ვი­კე­ტე, ამ დროს ისი­ნი დაბ­რუნ­დნენ და და­ი­წყეს შუ­შის მსხვრე­ვა.

მან­ქა­ნა გა­ვა­ღე. მან მი­თხრა, რომ მგზავ­რის სა­ვარ­ძელ­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, რა­საც ჩუ­მად და­ვე­მორ­ჩი­ლე. ვთხოვ­დი, რომ გა­ვეშ­ვით და არ მო­ვე­კა­ლით, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა, რომ არა­ვინ აპი­რებ­და ჩვენს მოკ­ვლას. იმ გო­რა­ზე მი­ვე­დით, სა­დაც ას­ვლა უნ­დო­დათ, მაგ­რამ “შკო­დით” ვერ ადი­ოდ­ნენ. “სუ­ბა­რუ“ უკვე წინ იყო წა­სუ­ლი. მერე უკან და­ი­ხეს. ჩვენ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი “სუ­ბა­რუ­ში“ გა­დახ­ტა და წა­ვიდ­ნენ. შემ­დეგ ისევ მო­ვა­ხერ­ხე ტე­ლე­ფო­ნის ამო­ღე­ბა და ისევ 112-ზე დავ­რე­კე. გა­ვა­ჩე­რე გზა­ზე მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა.

შემ­დეგ პო­ლი­ცი­აც მო­ვი­და. მო­ვიდ­ნენ პი­კა­პე­ბი ავ­ტო­მა­ტე­ბით… ორი სა­ში­ნე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა, პო­ლი­ცი­ას ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე. ყვე­ლა ფოტო და ვი­დეო, ყვე­ლა გე­ო­ლო­კა­ცია, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს იქ”, – წერს ქალი.

მეს­ტი­ის მკვიდ­რი კი ambebi.ge-ს შემ­დეგს უყ­ვე­ბა:

“მდი­ნა­რე ნეკ­რას ხიდ­ზე, სა­დაც ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რია, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ვი­დე­ოთ­ვა­ლი, რო­მელ­მაც აღ­ბეჭ­და, რო­გორ გა­დას­ვეს თავ­დამ­სხმე­ლებ­მა თა­ვის მან­ქა­ნა­ში რუსი მა­მა­კა­ცი, ქალ­ბა­ტო­ნი კი ად­გილ­ზე და­ტო­ვეს. საქ­მე ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლით კი და­ი­წყო, თუმ­ცა, აქ ამ­ბო­ბენ, რომ ეს თავ­დას­ხმა ყა­ჩა­ღო­ბის მიზ­ნით არ მომ­ხდა­რა. გა­ავ­რცე­ლეს ჭორი, რომ მა­მა­კა­ცებ­მა ქალ­ზეც იძა­ლა­დეს, ესეც ტყუ­ი­ლია. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი სო­ფელ ნაკ­რა­დან არ ყო­ფი­ლან, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­გან ერთი სო­ფელ ეცე­რი­დან არის, მე­ო­რე კი – ლა­ხა­მუ­ლა­დან. სო­ფელ­ში ვრცელ­დე­ბა ასე­თი ვერ­სი­აც, რომ მომ­ხდა­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. სა­მი­ვე­ნი ისე აორ­თქლდნენ, პო­ლი­ცია მათ კვალს ვერ აგ­ნებს. არც ისაა ცნო­ბი­ლი, რუსი მა­მა­კა­ცი ცო­ცხა­ლია, თუ – მკვდა­რი (ად­გი­ლობ­რი­ვებს გას­რო­ლის ხმა გა­უ­გი­ათ)“.

  • შსს აქამ­დე არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აქ­ვეყ­ნებს, მხო­ლოდ ცნო­ბი­ლი გახ­და ის, რომ მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ყა­ჩა­ღო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

წყარო: ამბები.ge

გაზიარება350

დაკავშირებული -პოსტები

ზღვაში კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო - წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშვეებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.

დაწვრილებითDetails

„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?
მთავარი

წყალწითელა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი მდინარეა, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მიედინება, ხოლო ქვემო დინებაში ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება. მდინარის უჩვეულო სახელწოდება წლების განმავლობაში არაერთ კითხვას აჩენდა და მის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია
მთავარი

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში. უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი ე.წ. შამფურით დაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის ჩხოროწყუში -  "პირველების" ინფორმაციით, სოფელ ხანწკში მოზარდი ე.წ. "შამფურით" დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევას წინ  არასრულწლოვანებს შორის მომხდარი შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული არასრულწლოვანის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

30 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს და ამ დღეს იკითხება მისივე ტროპარი და კონდაკი. ტროპარი: „ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო,...

დაწვრილებითDetails

უცნობი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან – ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის...

დაწვრილებითDetails

ივნისში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი 33 823 პირს ჰქონდა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში ყოველთვიურ ხელფასს...

დაწვრილებითDetails

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა - ინფორმაცას " ტვ პირველი" ავრცელებს.   https://www.youtube.com/watch?v=mjfWlBP9stU

დაწვრილებითDetails

ცოლზე ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა ქობულეთში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მამაკაცმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია მოქალაქე, რომელმაც 246 857 ლარის ოქრო საქართველოში უკანონოდ შემოიტანა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"