გურიაში, სოფელ ნატანებში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მცირეწლოვანი ბავშვები ქუჩაში დარჩნენ, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს და წერს რომ, საზოგადოებამ იცის თუ როგორ მოიქცეს ასეთ დროს.
“გურიაში , სოფელ ნატანებში პაპავების და გობრონიძეების სახლი დაიწვა. საბედნიეროდ ოჯახის ყველა წევრი ჯანმრთელია, მაგრამ ორი არასრულწლოვანი ბავშვი ღია ცის ქვეშ დარჩა.
მოწოდებები არ გჭირდებათ. ჩემზე კარგათ იცით ასეთ დროს რას ვაკეთებთ” – წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი










