ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტომ კრუიზი მეგობარ გოგონას, ჰეილი ეტვილს რამდენიმე თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. მიზეზი არ სახელდება, თუმცა ინსაიდერების განცხადებით, მათ ძალიან განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ. როგორც ჩანს, ტომი განშორებას სულაც არ განიცდის, მეტიც, მას ახალი გულის სწორი ჰყავს, რომელთან ერთადაც ის უკვე საჯაროდ გამოჩნდა.59 წლის მსახიობი ადელის კონცერტზე უცნობ ქალბატონთან ერთად მივიდა. ისინი პაპარაცების ობიექტივის წინაშე ერთად პოზირებდნენ. კრუზს შავი მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა. მისი რჩეული კი გაშვებული სტილის შარვალსა და ვარდისფერ ჟაკეტში იყო გამოწყობილი.
ცნობილია ქობულეთში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა
ქობულეთში, პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა. 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული. მეგა tv-ს ინფორმაციით დაღუპული ახალგაზრდა გიგა მესხიძეა. ახლობლები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს ავრცელებენ : გიგა...










