LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ტკივილმა, რამდენიმე დღე რომ ეძებდა თავის ექიმს, წონასწორობა დამაკარგვინა”- ნინო ნაცვალაძე

,,ტკივილმა, რამდენიმე დღე რომ ეძებდა თავის ექიმს, წონასწორობა დამაკარგვინა”- ნინო ნაცვალაძე

დაპოსტა 2021/08/26-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

,,მოახლოებული კი არა , მოსული სიკვდილის ქრონიკაა… დღეში 60 გარდაცვლილი …

რამოდენიმე დღის წინ, ჩემს ფბ-ში ათეულობით შემოსულ სმს -შორის ყურადღება მიიქცია ყველაზე მოკლემ:

-ნინო თქვენა ხართ? -დიახ.

რამოდენიმე საათში ისევ მისი სმს შემომდის:

– ექიმი? -დიახ.

მე მგონი,თქვენ ჩემი ექიმი ხართ, გეძებთ ეს დღეები და აქ მოგძებნეთ. დღესაც მივარდება სატურაცია 85 -მდე . მიშველეთ!….

ასე ეძებდა რამოდენიმე დღე თავის ექიმს ერთ-ერთი ქალბატონი…

უკვე წერაც უჭირდა და საუბარიც….

ამ საშინელი პანდემიის მთელ პერიოდში, მიუხედავად უდიდესი დაძაბულობისა, ჩემს პოსტებში და ტვ გამოსვლებში, ვცდილობდი რადიკალური არ ვყოფილიყავი, მაგრამ ამ ქალბატონის ტკივილმა, რამდენიმე დღე რომ ეძებდა თავის ექიმს, წონასწორობა დამაკარგვინა…

თითქოს ბოლო წვეთი იყო . გამიჩნდა სურვილი საქვეყნოდ ვიყვირო:

-დანაშაულია, რაც დღეს საქართველოში ხდება!

-დამნაშავეა ნებისმიერი მთავრობა , რომელსაც პანდემიის დაწყებიდან სულ მცირე 1,5 წელში, 3 მლნ-იან ქვეყანაში დღეში 60 ადამიანი უკვდება ….

-დამნაშავეა, როცა 1,5 წლის მერეც მოუმზადებელია და დაჩოქილი არ სთხოვს დახმარებას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, რომლებსაც დღეს სული აქვთ მოთქმული.

-დამნაშავეა ხელისუფლება, როცა არ დადის სოფელ-სოფელ, კარდაკარ, ოჯახიდან ოჯახში და მოსახლეობას არ არწმუნებს აცრის აუცილებლობაში, არ უხსნის, თუნდაც არ ავალდებულებს…

დიახ, იმ სიარულს და “თხოვნას” გახსენებთ, არჩევნების წინ რომ კარგად ახერხებთ….

-დამნაშავეა და მკვლელია, როცა რეალობის აღქმა დაკარგული აქვს, და რადგან სიკვდილმა შენს სახლში არ შემოიხედა, “სხვა” ფეხზე გკიდია და ეუბნები, რომ სიტუაცია სტაბილურია.

-დამნაშავეა, როცა სიკვდილი დადის ქუჩაში და პირბადის ტარებასაც აღარ ავალდებულებ, ჯარიმებისგან ათავისუფლებ და მოტივაციას აძლევ ახალ დარღვევებს …

-დამნაშავეა, რადგან არ იზიარებ იმ გამოცდილებას, რომელმაც ბევრგან გაამართლა.

-დამნაშავეა, რადგან ამხელა დანაკარგის ფონზე სინანული და ბოდიში კი არ ისმის, კეკლუცობას და პოზიორობას ვხედავთ მხოლოდ.

-დიახ, დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც წელიწადნახევრის განმავლობაში, წინ კი არა, უკან იარა და მოახერხა ის, რაც დღეს გვაქვს:

ვართ თითით საჩვენებელი კოვიდინფიცირების და ლეტალობის ტემპით.

-ქართული “სასწაულის” ნაწილია ის , რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ხალხი თავს იკლავს ძალით, და ამაში, ხელისუფლებასთან ერთად მას სამღვდელოებაც ეხმარება.

-გულგაციებული და გულგრილია ქვეყანა, სადაც არაფრად მიაჩნიათ ყოველდღიურად 60 მოქალაქის დაკარგვა….

P.S.უდიდესი პატივისცემა და მოწიწება ჩემს კოლეგებს, მედპერსონალს, ყველაფრის მიუხედავად , მაქსიმალურად რომ იხარჯებიან!”- წერს ექიმი ნინო ნაცვალაძე.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ვერძი — აქტიური დღეა. შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს საქმე, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ემოციების ნაცვლად ფაქტებს დაეყრდენი. ფინანსებში იმპულსურ ხარჯვას მოერიდე.   კურო — სტაბილურობის შენარჩუნება იქნება მთავარი. კარგი დღეა დაწყებული...

დაწვრილებითDetails

8 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით...

დაწვრილებითDetails

ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

30 წლამდე ახალგაზრდა ქალი ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის მდინარიდან ამოყვანის ოპერაცია. ინფორმაციას ,,თაიმერი" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ჭიათურა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 3...

დაწვრილებითDetails

მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის საქემზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი  “ამ საქმეში მართლაც რომ თავში კი არა შუაშიც არაა.“ მისი თქმით, ის რომ...

დაწვრილებითDetails

გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში...

დაწვრილებითDetails

კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

 სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა Youtube-ზე 12 წლის წინ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ისმის ბიჭის ხმა - "კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები". 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს,...

დაწვრილებითDetails

აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – აშშ-ის საელჩო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
„ დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი…”- ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობა, - ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008...

დაწვრილებითDetails

ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან
მთავარი

"ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე... ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს... დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო..." - 6...

დაწვრილებითDetails

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა
მთავარი

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"