LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სავალდებულო იქნება თუ არა შეზღუდვების პერიოდში მანქანების ტექინსპექტირება

ტექინსპექტირების გადასახადი შესაძლოა, გაიზარდოს

დაპოსტა 2022/07/09-ში
A A
122
ნახვა
გაზიარება

ტექინსპექტირების გადასახადი შესაძლოა, გაიზარდოს, განმეორებით ინსპექტირებაზე კი ფასი დაწესდეს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, ცვლილების განხორციელება შემოდგომაზე იგეგმება. მეტიც, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ტექინსპექტირების ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში საფასურის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს – პირველ ჯერზე ჯარიმა კვლავ 50 ლარი იქნება, გადაუხდელობის შემთხვევაში, 1 თვის შემდეგ – 150, კიდევ ერთი თვის შემდეგ კი 300 ლარი, ამის შემდეგ რაოდენობა გასამმაგდება.

როგორც „პალიტრანიუსისა“ და რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა განაცხადა, ჯარიმების გაზრდა იმით არის განპირობებული, რომ რეფორმა, ფაქტობრივად, ჩავარდნის საფრთხის ქვეშაა.

„ჯარიმების გამკაცრება უკავშირდება იმას, რომ რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საგზაო, ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის, ასევე ევროინტეგრაციისთვის, ფაქტობრივად, ჩავარდნის საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რაოდენობა (ერთეულებში) იზრდება, მიმართვიანობა ინსპექტირების ცენტრებში მცირდება. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ 60 ათასით იკლო მიმართვიანობამ, მაშინ როცა ავტომობილების რაოდენობა 160 ათასით გაიზარდა.

ეს მაჩვენებელი მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოებასაც ბოლომდე გააზრებული არ აქვს ამ რეფორმის მნიშვნელობა, სწორედ ამიტომ არის მიმართვიანობა დაბალი. სინამდვილეში პრობლემა იმაშია, რომ ხალხი არ არის ჩართული რეფორმაში, არ არის ინფორმირებული იმ სასიკეთო შედეგების შესახებ, რაც ტექინსპექტირებამ შეიძლება მოუტანოს.

ჯარიმების გაზრდა არის ამ პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა, თუმცა მხოლოდ ეს ვერ იქნება გამოსავალი, ადამიანებს თავად უნდათ სურდეთ კანონის აღსრულება, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ცნობიერების ამაღლების ნაწილში იყო სამუშაო,“- განაცხადა მესხიშვილმა.

bpn.ge

გაზიარება49

დაკავშირებული -პოსტები

მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან
მთავარი

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის. სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურის, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანის, გიორგი ვაშალომიძის ინფორმაციით, ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე...

დაწვრილებითDetails

ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა
მთავარი

ნიუ-იორკის ლა-გუარდიას აეროპორტში ავარია მოხდა. ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი Bombardier-ის ტიპის თვითმფრინავი, დაფრენის შემდეგ აეროპორტის სამსახურეობრივ მანქანას შეეჯახა. The New York Post-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 2 მეხანძრე მძიმედ დაშავდა....

დაწვრილებითDetails

უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონა ემსხვერპლა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მცირეწლოვანს კარადა დაეცა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით. (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
მთავარი

ტეხასის უნივერსიტეტისა და კორეის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. აღმოჩენა ეფუძნება ნამარხს, რომელიც 3 წლის წინ კუნძულ აპჰეზე იპოვეს. თავდაპირველად მეცნიერებს ის მყარი ქანის ნატეხი ეგონათ,...

დაწვრილებითDetails

წყალი 9 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

დღეს, 3/23/2026 ჩუღურეთის რაიონში, ხეხილ-სანერგე მეურნეობა, ელისო ჭიპაშვილის ქ. N11-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 3/23/2026 11:00 დან 3/23/2026 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ივერთუბნის დასახლებას (ხეხილ-სანერგე მეურნეობა),...

დაწვრილებითDetails

სკუტერი ქვეითს დაეჯახა- მძღოლი ადგილიდან მიიმალა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

თელავში სკუტერი ქვეითს დაეჯახა. შეჯახება რეფერალური ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სკუტერი ქვეითად მოსიარულე ქალს ზურგის მხრიდან შეეჯახა. შემთხვევის შემდეგ, მძღოლი მიიმალა. დაშავებული კი ზედა კიდურის მოტეხილობითა და სხეულის სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ილია II-ს დღეს დაკრძალავენ

by მეგა TV
მარტი 22, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ.   დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის...

დაწვრილებითDetails

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა
მთავარი

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"