ტატო გრიგალაშვილმა გამარჯვებით დაიწყო
მისთვის მეორე ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული სტარტი აიღო ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ).
ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც პარიზის ოლიმპიურ ტატამიზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში წარდგა, პირველ წრეში დაამარცხა მოლდაველი მიხაილ ლატიშევი და მერვედფინალში გავიდა.










