ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფი რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მესამე პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ შევა.
ტიკარაძის თქმით, დღეს სხვადასხვა მიმართულების ექიმები მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს შეხვდნენ.
“ამ ეტაპისთვის პირველ რიგში, ველოდებით პაციენტის თანხმობას, რომ შესაძლებელია მან გაუზიაროს ექსპერტებს ის ჯანმრთელობის მონაცემები, რომელიც მის პირად ექიმს გააჩნია და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ დასტურს მივიღებთ, უკვე ჩაერთვებიან ექსპერტები სამუშაო რეჟიმში”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.