LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ

სუს-ი იძიებს საქმეებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან შემხებლობა არ აქვს – DRI

დაპოსტა 2024/06/10-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბიუჯეტო და ადამიანურ რესურსებს არარაციონალურად ხარჯავს.

ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლების განმავლობაში იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც თავისი არსით, მის სამუშაო მიმართულებაში არ ჯდება და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან შემხებლობა არ აქვს, რაც სამსახურის საბიუჯეტო და ადამიანური რესურსის არარაციონალურად ხარჯვას იწვევს.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრება საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება უზრუნველყოფს შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს შორის სისხლის სამართლის საქმეთა განაწილებას მათი საქმიანობის მიმართულებებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს ნებისმიერი დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების საჯარო ინტერესი, თუმცა, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, ეს უწყებები მკაცრად უნდა იყვნენ შეზღუდული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვით და არ უნდა ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რაც უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული არ არის”.

“ამის მიუხედავად, გენერალური პროკურორის ბრძანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანიჭებს ისეთი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მანდატს, რომლებიც, თავისი არსით, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს არ წარმოადგენს და სამსახურის საქმიანობის მიმართულებაში არ ექცევა. მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ყველა სამოხელეო (მათ შორის, გაუფრთხილებლობით ჩადენილი) დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება.

გარდა ამისა, სამსახურის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშებიდან ცალსახაა, რომ ყველაზე მეტ დანაშაულს, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს. ამასთან, სამსახურის ძირითადი რესურსი არა მსხვილი კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, არამედ, წვრილმანი კორუფციული დანაშაულის გამოძიებაზე იხარჯება.

გარდა გენერალური პროკურორის ბრძანებით სუს-ისთვის ფართო უფლებამოსილების მინიჭებისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილი, საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ანიჭებს უფლებას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს. როგორც საჯარო ინფორმაციის ანალიზიდან ჩანს, გენერალური პროკურორი ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ხშირად იყენებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია: 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 1-ელ მარტამდე, სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით დაიწყო გამოძიება. მიღებული პასუხის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების საფუძველზეც, რომლებიც სისხლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების მიხედვით, მის ქვემდებარეობას არ განეკუთვნებოდა”, – წერია განცხადებაში.

მაგალითად, ორგანიზაციის ცნობით, დროის აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა: განზრახ მკვლელობის მომზადება (სსკ-ის 18-ე და 108-ე მუხლები); თვითმკვლელობამდე მიყვანა (სსკ-ის 115-ე მუხლი); ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით (სსკ-ის 124-ე მუხლი); თაღლითობა (სსკ-ის 180-ე მუხლი) – ყველა აღნიშნული დანაშაული საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება და გარკვეულ შემთხვევებში, ის შესაძლოა გამოიძიოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა – “თუმცა, ეს დანაშაულები, რომელთაც, ერთი შეხედვით, არაფერი აქვთ საერთო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან, სუს-მა გამოიძია”.

ამასთან, ამავე პასუხის მიხედვით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქვემდებარეობის წესით გამოსაძიებლად გადმოიგზავნა ისეთი საქმე, როგორიცაა, კრედიტის უკანონოდ მიღება (სსკ-ის 208-ე მუხლი). აღნიშნული თავისი არსით, ასევე არ ექცევა სუს-ის საქმიანობის მიმართულებაში.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა 

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდები საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების შენობებში გახსნი საგამოცდო ცენტრებში დღეს დილის 9 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაწიყო. მეორე სესიაზე აბიტურიებტი 3 საათზე შევიდნენ.  2026...

დაწვრილებითDetails

თბილისში, მოქალაქე დააყაჩაღეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცმა მოქალაქე დააყაჩაღა. სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 3 ივლისისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6424 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6431 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

“თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა” – ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

მარიამის დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს, პატარას ეპილეფსია აქვს და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება : "ჩემი მარიამი მიმყავს თურქეთში მარიამს აქვს უმძიმესი დიაგნოზები: ეპილეფსია (ვესტის სინდრომი), თავის ტვინისა და მხედველობის ნერვის...

დაწვრილებითDetails

კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს – ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ, სხვადასხვა სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მიგრაციის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ტროტუარზე დაღუპული ქალის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ცნობილია, ტროტუარზე დაღუპული ქალის ვინაობა
მთავარი

ნაძალადევში, სამშობიარო სახლთან მომხდარი ავარიის დროს, დაღუპული 56 წლის ქალია, მიმი კაზალიკაშვილი. შემთხვევა  21 ივნისს მოხდა "მიმი კაზალიკაშვილია გარდაცვლილი, ძალიან კარგი ადამიანი. უკვე დაკრძალეს ეს საცოდავი გოგო, რომელის დაახლოებით 50 წლის იყო....

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტოსატრანსპორტო საშუალებით პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"