“სუსმა ტელეფონზე მოსმენილი მოუყვა ტურიზმის ცენტრის დირექტორს და ამანაც პასუხი მომიძღვნა” – ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციობალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, ქუთაისის საკრებულოში, გიგა შუშანია DMO Imereti-ს ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის განცხადებას.
“ქოცებმა ახალი “ბრალი” წამიყენეს “მე❤ქუთაისი” -ის მთავარი პროპაგანდისტიაო ? ქუთაისის სიყვარული რომ მინუსი გგონიათ იმიტომაცაა ეს ქალაქი თქვენს ხელში ღმერთის ანაბარად მიტოვებული!
P.S. ისე ეს ბრიფინგი არ ჩამიტარებია, სუსმა ტელეფონზე მოსმენილი მოუყვა ტურიზმის ცენტრის დირექტორს და ამანაც პასუხი მომიძღვნა, დაავიწყდა ბრიფინგი რომ არ მქონდა ჩატარებული” – წერს “ერთიანი ნაციობალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, ქუთაისის საკრებულოში, გიგა შუშანია თავის ფეიბუკზე.










