,,სულ სხვა რამის დაწერას ვაპირებდი , მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ , ძალიან ცუდად ვარ .
ჯერ მამაჩემის უეცარი წასვლით გამოწვეულმა ტკვილმა დამანგრია . ახლა ნათი მანერვიულებს .
შინაგანად ცარიელი ვარ . ყოველ დღე ვცდილობ შევინარჩუნო პოზიტიური განწყობა . არ მინდა დავიკარგო . არ მინდა დაგემშვიდობოთ .
თქვენთან გულწრფელი ურთიერთობა მიყვარს , მიადვილებს … არ მინდა გათენდეს დილა რომ არ მოგეფეროთ .
მე ხომ რაღაცნაირად ახალი იმედებით გავსებთ და ჯიუტად გიმეორებთ რომ ყველაფერი კარგად იქნება .
რომ ყველანაირი სიტუაციიდან არის გამოსავალი . რომ ყველაფერს ეშველება სიკვდილის გარდა .
არ მინდა ამდენი შრომა “ რომლის ფასიც “ მხოლოდ უცხო და თან უკვე ახლობელი ადამიანების დიდი სიყვარულია ქარს გავატანო .
უფრო მეტი მინდა გავაკეთო . უამრავი კარგი იდეა მაქვს . ყოველ დღე რაღაცას ვებღაუჭები . ნუ გეშინია . შენ ძლიერი ხარ . ამასაც გადაიტან . უძილო ღამეებიც გაივლის . ოღონდ თავი ხელში აიყვანე და შენს ჯანმრთელობას გაუფრთხილდი .
პ.ს ძალიან მიჭირს . რთულია , მაგრამ მაინც ჯიუტად მჯერა რომ ამ ყველაფერს მოვერევი , წამოვდგები და ისევ ის ძლიერი გივიკო ვიქნები .
მაპატიეთ ჩემი გულახდილობა და მადლობა რომ ამდენი წელია ჩვენს გვერდით ხართ .
მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და არასდროს მოგატყუებთ ??”-წერს სოციალურ ქსელში გივიკო დიდია.










