ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გოგიჩაიშვილს იხსენებს და გარდაცვლილი მამის შესახებ წერს.
როგორც ნანუკა გოგიჩაიშვილი ამბობს, როდესაც მის ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, მას მამა ყოველთვის ესიზმრება. ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გოგიჩაიშვილთან გადაღებულ რამდენიმე ფოტოსაც აქვეყნებს.
„თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება, სულ პატარა მამა მესიზმრება, სულ მაჩვენებს, რომ ხედავს ყველა სიახლეს, ყველა წარმატებას და განცდილ სიხარულს. ყველა სიზმარში გემრიელად ჩამკოცნის, ჩავკოცნი, ჩავეხუტები, ყველგან გრძელი თმა აქვს, თავისი ულამაზესი სახე, ღიმილით ან ქეიფიდან მოდის ან მეგობრებისგან და ისევ მიდის ხოლმე!
მომინდა გამეზიარებინა, იმდენად გემრიელად მოვესიყვარულე“,- წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.