საქართველოდან ემიგრაციაში, ბევრი ნიჭიერი და თავის საქმეში წარმატებული ქართველი ცხოვრობს, რადგან საქართცელოში, პოლიტიკური ცვლილებების გამო, თვითრეალიზაციის შესაძლებლობა დაკარგეს,
არაერთ ქართველს, სამწუხაროდ, შინ დაბრუნების სურვილი უკვე არ აქვს, მაგრამ ასე ყველა როდი ფიქრობს.
თენგო თოფურიძე იმათგანია, რომელიც მეგობართა თქმით, წესიერი და უშურველი შრომით ცდილობდა მშობლიური ქალაქისათვის მსახურებას, მას საამისო განათლება, კომპეტენცია, ცოდნის მუდმივი განახლებისა და რეალიზაციის უნარი ჰქონდა.
უკვე წლებია იგი , ქუთაისიდან ამერიკაში გადაცხოვრდა, თუმცა საქართველოსა და მშობლიურ ქალაქზე კვლავ შეტკივა გული და ეს, მისი საჯარო პოსტებიდან კარგად იკითხება.
თუმცა არის ერთი მთავარი, პასუხგაუცემელი კითხვა-როდის დაბრუნდებიან ქართველი ემიგრანტები?
,,ამერიკაში მხვდებიან საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან გადმოსახლებული ემიგრანტები – უზბეკები, რუსები, ბელორუსები, ებრაელები, უკრაინელები, ტაჯიკები, სომხები და არაერთი ქართველიც, ვინც უკან დაბრუნებაზე არც ფიქრობს. კითხვაზე თითქმის ყველა ერთნაირად გპასუხობს – რა მინდა იქ, რა უნდა ვაკეთო?!. და მერე მოდის დასაბუთების ტექსტი, რამდენად რთული იყო და არის იქ ცხოვრება, რომ შვილებმა იგივე არ უნდა გამოსცადონ საკუთარ თავზე და ა.შ. ყველა ერთნაირად ასაბუთებს.
სულ ვფიქრობ და ვდარდობ, როდის ან რა გარემოებების შედეგად წყდება დაბრუნების ძაფი.
მეც არ გამიწყდეს!”-წერს თენგო თოფურიძე.









