LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სული უნდა ჩაუდგა ბგერას, რომ დადებითი უჯრედები, რომელიც ადამიანს გააჩნია, წინა პლაზე წამოვიდეს – 80 წლის პედაგოგი ლავალეტა წოწორია (+ფოტო/ვიდეო)

დაპოსტა 2022/07/03-ში
A A
834
ნახვა
გაზიარება

უკვდავების წყარო რომ არსებობდეს და ერთი პეშვის წამოღების უფლება რომ მქონდეს, იმ ერთ პეშვ უკვდავების წყალს თქვენთვის წამოვიღებდი! – ასე მიმართავს მადლიერი მშობელი ქუთაისის დამსახურებულ პედაგოგს ლავალეტა წოწორიას, რომელიც 60 წელია ერთგულად ემსახურება თავის საქმეს, რაც ახალი თაობებისთვის ფორტეპიანოზე დაკვრის ხელოვნების სწავლებასა და კარგი მსმენელების აღზრდას გულისხმობს.

საკუთარი საქმისადმი ერთგულებამ და სიყვარულმა ნაყოფი გამოიღო და ასაკოვანი მასწავლებელი მისი მოსწავლეებისა თუ კოლეგებისგან ახლა სიყვარულსა და მადლიერებას იმკის. ამის მაგალითია 28 ივნისს, მესამე სამუსიკო სკოლაში გამართული ლავალეტა წოწორიას კლასის საღამო-კონცერტი, რომელიც მუსიკალურ ნომრებთან ერთად დამსწრე საზოგადოებასთან დისკუსიასაც მოიცავდა.

 

დამსახურებული პედაგოგი, ღირსების ორდენის კავალერი, არაერთი კონკურსის ლაურეატი ლავალეტა წოწორია ფორჩხიძე ცოტა ხნის წინ ვარსკვლავის მფლობელი გახდა.  საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირმა მას ეს ჯილდო ფესტივალ-კონკურსზე “იპოვე შენი ვარსკვლავი” 2022 წელს გადასცა.

 

 

80 წლის ასაკში პედაგოგი კვლავ განაგრძოს ბავშებში კლასიკური მუსიკის სიყვარულის ჩანერგვასა და მათში ტალანტების გაღვიძებას. უკვე ასაკოვანი პედაგოგი დანანებით აღნიშნავს რომ ახალგაზრდა თაობამ მუსიკისადმი სიყვარული დაკარგა და ტექნიკის უკან გრძონა, რომლიც ბგერას თან უნდა ახლდეს ნელ-ნელა იკარგება. სწორედ ესაა მისი მთავრი სატკივარი.

“სამწუხაროდ ნამდვილი მუსიკა გაქრა და გადასული არიან უფრო ჭახა-ჭუხზე. სავსებით ვიზიარებ ჯანსუღ კახიძის აზრს, რომ პიანისტები და მოსწავლეები 24 საათი უკრავენ, დარბიან კლავიშებზე, მაგრამ სულიერება დაიკარგა, ბგერა. სული უნდა ჩაუდგა იმ ბგერას, იმ უსულო საგანს და ამითი ის დადებითი უჯრედები, რომელიც ადამიანს გააჩნია წინა პლაზე წამოვიდეს, რომ არც ბოროტება ხდებოდეს და არც ბევრი უზნეობა, რომელიც სამწუხაროდ არსებობს.” – ამბობს ლავალეტა წოწორია.

ლავალეტა მასწავლებელი, როგორც მას მოსწავლეები და მათი მშობლები მიმართავენ კვლავ გეგმავს მუსიკისადმი მსახურების გაგრძელებას და მოსწავლეთათვის მისი ცოდნის გაზიარებას რათა სიყვარული, რომელიც ბგერას თან უნდა ახლდეს არ დაიკარგოს.

 

“მინდა გავიხსენო ვალერიან შიუკაშვილის ნათქვამი ლავალეტა მასწავლებელზე. ლავალეტა მასწავლებლისთტვის არ არსებობს კარგი და ცუდი მოსწავლე. ყველა მასწავლებლისთვის არის კარგი და ცუდი და ლავალეტასთვის არის მხოლოდ კარგი მოსწავლეები. ძალიან საჭიროა ასეთი ადამიანები და მასწავლებლები მხოლოდ ქალაქისთვის კი არა მთლიანად ქვეყნისთვის. მისი მოსწავლეები თუ ამ მიმართულებით სწავლას არ გააგრძელებნ კარგი მსმენელები და კარგი ადამიანები მაინც იქნებიან.” – ამბობს თამილა ლაშხია.

 

თამილა ლაშხია ბარბარე ძნელაძის ბებიაა, რომელიც ლავალეტა წოწორიას დამსახურებით არაერთი კონკურსის გამარჯვებული გახდა. მადლიერმა ბებიამ პედაგოგს მოთხრობაც მიუძღვა სათაურით “უჩველო სიზმარი”, რომელიც მინიატურულ კრებულშია დაბეჭდილი. მადლიერი ბებია პედაგოგს სოციალურ ქსელშიც უძღვნის პოსტს. გთავაზობთ ნაწყვეტს:

2016 წელს 6 წლის პატარა მივიყვანეთ ლავალეტა მასწავლებელთან… ჯილდოებთან ერთად ბარბარე სათუთად ინახავს ლავალეტა მასწავლებლის ნაჩუქარ წიგნს,რომელსაც სამახსოვროდ აწერია შემდეგი სიტყვები:

,,მადლობა უფალს,მადლობა პატარა გრძელნაწნავიან ბარბარეს იმ ბედნიერი წუთებისთვის,რომელიც მრავალჯერ განმაცდევინა…არასოდეს დამავიწყდება ქუთაისის საოპერო თეატრში მქუხარე ოვაციებით სცენაზე რამდენჯერ გიხმობდა აღფრთოვანებული მსმენელი…მადლობა იმ სენსაციურ გამარჯვებისთვის,რაც ბორჯომში მოიპოვე…სამი ჯილდო ერთად რომ წამოიღე(ჟიურის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე კორსანტია) ჯერჯერობით ეს რეკორდი ვერავინ მოხსნა…მადლობა ბარბარე შენ,მადლობა დედას და მამას,ბებოს…მინდა მჯეროდეს რომ უფლის ნებით ასახელებ სამშობლოს.”

მადლობა ლავალეტა მასწავლებელო ყველაფრისთვის! სადღაც წავიკითხე: ,,ცხოვრება ემოციების ჯამი უფროა,ვიდრე დღეების. სწორედ ამიტომ გამორჩეული ემოციებით სავსე წუთები სხვა დანარჩენზე მეტად გვამახსოვრდება”

მადლობა იმ გამორჩეული ემოციებით სავსე წუთებისთვის,რომელიც თქვენც და ჩვენც გაგვყვება სიცოცხლის ბოლომდე. უკვდავების წყარო რომ არსებობდეს და ერთი პეშვის წამოღების უფლება რომ მქონდეს,იმ ერთ პეშვ უკვდავების წყალს თქვენთვის წამოვიღებდი! თქვენ ხართ დაუღალავი,უბერებელი და მინდა იცოცხლოთ ძალიან დიდ ხანს,რომ საქართველოს აღუზარდოთ წარმატებული თაობა.” – წერს სოციალურ ქსელში თამილა ლაშხია.

ლავალეტა წოწორია ფორჩხიძემ განათლება ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში მიიღო, სადაც პედაგოგ თინათინ ფოჩხუას კლასი დაამთავრა. 1962 წლიდან კი ქუთაისის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლიდან ქვეყანას არაერთი მუსიკოსი და მსმენელი აღუზარდა.

გაზიარება334

დაკავშირებული -პოსტები

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"