ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – ინფორმაცის და ფოტომასალას ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ყულჯანიშვილების ოთხსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ რამდენიმე დღის წინ დარჩა. მეწყერმა მათი სახლი კედლები სრულად ჩამოინგრა.
„სტუმრად ვიყავით ნათესავთან. დილას რომ დავბრუნდით დაშლილი იყო უკვე სახლი. ისედაც ჰქონდა ადრე სახლს ბზარები და ეტყობოდა რომ უნდა დანგრეულიყო. ასე ერთ ღამეში თუ მოხდებოდა, საერთოდ არ მოველოდით. გადავრჩით, რომ სახლში არ ვიყავით. ყველაფერი დეფორმირებულია ზედა სართულზე, დაბლა უარესია. გახეთქილია კედელი თავიდან ბოლომდე. ნაპრალებია სახლის ძირში. მართალია, გადავრჩით და მსხვერპლი არ იყო, მაგრამ დიდი ზარალია“,–ამბობს ლალი ყულჯანიშვილი “სამხრეთის კარიბჭე”-სთან საუბრისას.
ყულჯანიშვილების ოჯახში ამბობენ, რომ სახლის ჩამონგრევის შემდეგ, ნივთების ნაწილი ნათესავებთან ნაწილი კი მეზობლებთან შეინახეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ დროებით საცხოვრებლად, სოფელ უდეში ყოფილი ამბულატორიის შენობაში შესვლა შესთავაზა, თუმცა განაგრძეთ კითხვა.












