დღევანდელი გადაწყებტილებით ე.წ სტეკლოტარაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი უკვე ოფიციალურად, იჯარით გადაეცა მოქალაქე დიმიტრი ალავიძეს. გეგმის მიხედვით აქ მოეწყობა როგორც მიწისქვეშა ისე მიწისზედა ტერიტორია. მიწისქვეშ კულტურულ-ტურისტულ საგანმანათლებლო სივრცე იქნება, ხოლო ზედა ნაწილში კი კომერციული ობიექტები განთავსდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია, რისთვისაც დროებით დაიკეტა მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასვლელები.
სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ხიდის აღსადგენად, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვიეს
სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია - ინფორმაციას ამის შესახებ უწყება თავად ავრცელებს. მათი ცნობით, ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან...