საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია მიმდინარეობს. ქვეყანაში არსებული ოთხი ვაქცინიდან ნებისმიერის დაჯავშნა არავაქცინირებულ პირს სპეციალური სარეგისტრაციო პორტალით შეუძლია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას ვაქცინის არსებული დოზების რაოდენობის შესახებ.
ფაიზერი – 454
სინოვაკი – 50 700
სინოფარმი – 61 060
ასტრაზენეკა – 21 590
მოქალაქეებს რეგისტრაცია სატელეფონო ხაზის საშუალებითაც შეუძლიათ. უახლოეს პერიოდში მოსახლეობას ვაქცინის ცოცხალი რიგით მიღებაც შეეძლება.










