სროლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში-სოფელ კაბალში მცხოვრებ არზუმან ზიმიროვის სახლს რამდენჯერმე ესროლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სროლის მოტივი სავარაუდოდ შურისძიებაა, რადგან რამდენიმე დღით ადრე, ამავე სოფელში მცხოვრებ საიდ მამედოვსა და არზუმან ზიმიროვს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სროლის შედეგად, არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც მომხდარის დეტალებს არკვევენ.