თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა.
მათ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “ნიუსპოსტი” ავრცელებს, რომელიც წერს, რომ შემთხვევა, სავარაუდოდ, სპონტანურ ხასიათს არ ატარებდა.
“ადამიანთა დიდმა ჯგუფმა თავდასხმა განახორციელა რამoდენიმე ადამიანზე. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა.
დანაშაულის მოტივი უცნობია, ასევე უცნობია ვინ განახორციელა გასროლა, აღსანიშნავია ის, რომ ადგილზე ოპერატიულად მოხდა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ერთეული ეკიპაჟის მoბილიზება.
სამართალდამცავების გამოჩენას დაპირისპირებულ მხარეებზე გავლენა არ მოუხდენია, სანამ პოლიციელთა რაოდენობა საგრძნობლად არ გაიზარდა“, – ნათქვამია ნიუსპოსტის გავრცელებულ ინფორმაციაში.










