საკრებულოს ახალი დადგენილებით სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციართა ცხვოვრების ვადად 5-ის მაგვირად 2 წელი განისაზღვრა. საბანაო სამსახურის ხელმძღვანელის ჯონი არაბიძის თქმით. ამიერიდან ყოველ ორ წელიწადში მოხდება საცხოვრიის ბენეფიციართა სოციალური სტატუსის გადამოწმება და შემდეგ განსაზღვრება გააგრძელებს თუ არა ოჯახი მერიის მიერ გამოყოფილი საცხოვრებელი ფართით სარგებლობას. ჯერ-ჯერობით ქუთაისში მხოლოდ ერთი სოციალური სახოვრისია ნიკეაზე, სადაც 82 ოჯახია შესახლებული. ბინები დროებით საცხოვრებელ ფართად ამ ადამინებს 2017 წელს გადაეცათ, შედეგად ჯონი არაბიძის თქმით უკვე გაგზავნილი მოთხოვნა სოციალურ სააგნეტოში მათი სტატუსის და სარეიტინგო ქულების გადამოწმების მიზნით . ამის შემდეგ განისაზღვრება რამდენი ოჯახი გაარგძელებს ნიკეაზე სოციალურ საცხოვრისში გამოყოფილი ფართით სარგებლობას . ამასთან ქუთაისის მერია ახალი საცხოვრისის მოწყობას უკვე გუგუნავას ქუჩაზე ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის შერნობაში გეგმავს. საბინაო სამსახურის ხელმძღვანელის ჯორი არაბიძის თქმით ამისათის 500 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს . ახალი საცხოვრისი დაახლოებით 70 ოჯახი შესახლდება. მომლოდინეთა ოდენობა კი 500 უტოლდება .
ოქროს ფასი სტაბილურად მაღალია – რა ღირს გრამი საქართველოში
მსოფლიოში ოქროს ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 324 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...









