სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლებსა და მერიის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილზე ყვებიან ნაცემია მერიის საბინაო სამსახურის ერთი თანამშრომელი.
ადგილობრივების თქმით ინცინდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელმა ბავშვიან ქალს ხელი ჰკრა.
მათივე თქმით კონფლიქტი საცხოვრისში კიდევ ერთი ადამიანის შესახლებას მოჰყვა.
როფორც სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლები აცხადებენ შენობაში ბომჟები შეჰყავთ და იქ გაუსაძლისი პირობებია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. როგორც ცნობილია საცხოვრისიდან ერთი ადამიანი დაკითხვაზე გადაიყვანეს.
უსახლკარო, 64 წლის თინათინ კაცაძე, საცხოვრისის მეხუთე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში უნდა შესულიყო საცხოვრებლად, თუმცა, დაპირისპირების შემდეგ მერიის თანამშრომლებმა ის უკან გააბრუნეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ გამოძიება სისხლის სამართლის ლოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში ამ დროისთვის 86 ოჯახი ცხოვრობს.