ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მატარებელი 56 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.
ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.