გოგინაურის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გოგინაურის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბესარიონ გოგიტიძის გარდაცვალების გამო.
სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატავად , რასაც თითოეული ჩვენგანი განვიცდით – კეთილშობილი, სიცოცხლით სავსე, ჩვენი სოფლისა და სკოლის ამაგდარის, მრავალი თაობის აღმზრდელ, ბესარიონ მასწავლებლის გარდაცვალების გამო, დიდია მისი ღვაწლი მომავალი თაობის აღზრდა/ განათლებაში.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, საზოგადოებასა და სოფელს.
უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.