,,მოკლედ ასეთი ამბავია, მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი, ფოტოებზე აღნიშნული ტერიტორია ჭომის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი რომელიც ქუთაისის ფილტვად, ჟანგბადის დიდ საბადოდ არის მიჩნეული ჩვენმა სახელმწიფომ გაასხვისა, გრანიტის ღია წესით მოპოვებაზე.
აღნიშნული ტერიტორია არის სოფელ ჯიმასტაროს (წყალტუბოს მუნ-ის ) საზღვრებში, არავინ კითხა იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ადგა სახელმწიფო და გაყიდა, ის ტერიტორია რომელიც ჯიმასტაროელებისაა და არა სახელმწიფოსი, ის ხალხი თუ გადაწყვეტდა რომ უნდოდა იქ ინვესტორი და უზარმაზარი ღრმული მოსულა ბატონებო მაგრამ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება გაესხვისებინა ეს უზარმაზარი ტერიტორია და იმ სიმწვანის მაგრივრად მიიღებს დიდ „ორმოს“ რომელიც დიდი ზიანის მომტანი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. უზარმაზარი ტყის მასივი რომელიც ქუთაისის და წყალტუბოს ჰაერს ჟანგბადით ამარაგებს მალე აღარ იქნება.
ამაზე რა რეაგირებას მოახდენს ბატონი ვარლამიდა მისი ხმალ ალესილი მეგობრები? თუ ის მხოლოდ რიონს კურირებს და ჰესებია მისი პრობლემა? ზუსტად რიონის ხეობა ეს ტერიტორია და მეტად საფრთხის შემცველია მომავალში ვიდრე ჰესი. სახელმწიფო ყიდის რასაც უნდა და როგორაც უნდა, არავინ ეკითხება ხალხს, იმ ხალხს ვისიცაა რეალურად მიწა.” – წერს სოციალურ ქსელში ნიკა დეისაძე წყაროზე დაყრდნობით.









