დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვებს, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, საზოგადოების მხრიდან “დიდი ალიაქოთი” არ უნდა მოჰყვეს.
მისივე თქმით, კოვიდრეგულაციების დაცვა პანდემიის დამარცხების გზაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
“ხვალიდან 22:00 საათზე უნდა დაიკეტოს რესტორნები, არ იყოს ამაზე დიდი ალიაქოთი, რატომ 22:00 საათზე…
სიმღერა, ტაშფანდური და ა.შ. არ გვინდა, შევიკავოთ ცოტა ხანს თავი.
შევიკავოთ თავი დიდი შეკრებებისგან, ვატაროთ პირბადე და ყველა წავიდეთ და ავიცრათ”, – განაცხადა გამყრელიძემ “tv პირველის” ეთერში.










