LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სიმსუქნე იწვევს კიბოს, უნარშეზღუდულობისა და სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია

სიმსუქნე იწვევს კიბოს, უნარშეზღუდულობისა და სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია

დაპოსტა 2022/05/04-ში
A A
248
ნახვა
გაზიარება
  • ევროპის რეგიონში ზრდასრულთა თითქმის 60%-ს აწუხებს ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე.
  • სიმსუქნე ზრდის ისეთი არაგადამდები დაავადების რისკს, როგორიცაა: სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მე-2 ტიპის დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები.
  • ევროპის რეგიონში ჭარბწონიანობა და სიმსუქნე სიკვდილისა და უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.
  • ევროპის რეგიონში სკოლის ასაკის ყოველ მესამე ბავშვს აწუხებს ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე.

კოპენჰაგენი, 4 მაისი 2022

ჯანმოს ევროპის რეგიონის სიმსუქნის ანგარიში 2022, რომელიც 3 მაისს გამოქვეყნდა ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, ცხადყოფს, რომ ჭარბი წონისა და სიმსუქნის მაჩვენებლებმა რეგიონში ეპიდემიურ პროპორციებს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. რეგიონის 53 წევრი სახელმწიფოდან ამჟამად არცერთი არ არის 2025 წლისთვის ჯანმოს გლობალური არაგადამდები დაავადებების მიზნის – სიმსუქნის ზრდის შეჩერების – მიღწევის გზაზე.

ახალი მონაცემები სიმსუქნისა და ჭარბი წონის შესახებ

ანგარიში ცხადყოფს, რომ ევროპის რეგიონში ზრდასრულთა 59%-ს და თითქმის ყოველ მესამე ბავშვს (ბიჭების 29%-ს და გოგონების 27%-ს) ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე აწუხებს. ევროპის რეგიონში მოზარდებში სიმსუქნის გავრცელება უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმოს ნებისმიერ სხვა რეგიონში, გარდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისა.

ჭარბი წონა და სიმსუქნე ევროპის რეგიონში სიკვდილიანობისა და უნარშეზღუდულობის წამყვან მიზეზებს შორისაა. ბოლო შეფასებით, ის ყოველწლიურად 1,2 მილიონზე მეტ სიკვდილს იწვევს, რაც რეგიონში მთლიანი სიკვდილიანობის 13%-ზე მეტია.

სიმსუქნე ზრდის მრავალი არაგადამდები დაავადების, მათ შორის კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტისა და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების რისკს. სიმსუქნე განიხილება მინიმუმ 13 სხვადასხვა სახის კიბოს გამომწვევ მიზეზად და სავარაუდოდ რეგიონის მასშტაბით, ყოველწლიურად კიბოს მინიმუმ 200,000 ახალი შემთხვევის პირდაპირი მიზეზია. ეს მაჩვენებელი მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. ჭარბი წონა და სიმსუქნე ასევე არის უნარშეზღუდულობის წამყვანი რისკ-ფაქტორი და იწვევს უნარშეზღუდულობით ცხოვრების წლების 7%-ს რეგიონში.

ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ ჭარბწონიანობა და სიმსუქნე COVID-19 პანდემიის შედეგად არაპროპორციულად დიდი ზიანი მიადგათ. პანდემიის დროს ადგილი ჰქონდა საკვების მოხმარებისა და ფიზიკური აქტივობის მხრივ არასახარბიელო ცვლილებებს, რაც გავლენას მოახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მომდევნო წლებში და ტენდენციის შესავლელად საჭიროებს მნიშვნელოვან ძალისხმევას.

 განსახორციელებელი პოლიტიკის ზომები: რის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს?

ნებისმიერ ზომას, რომელიც მიმართულია ჭარბი წონისა და სიმსუქნის წინააღმდეგ ქვეყნის დონეზე, უნდა ჰქონდეს მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა. ის ასევე უნდა იყოს ყოვლისმომცველი, მოიცავდეს ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპს და მიმართული იყოს უთანასწორობის შემცირებისკენ. სიმსუქნის პრევენციის ძალისხმევა უნდა ითვალისწინებდეს დაავადების უფრო ფართო დეტერმინანტებს, გასცდეს ინდივიდებზე ფოკუსირებულ მიდგომებს და მიმართულ იქნეს სიმსუქნის სტრუქტურული რისკ-ფაქტორების აღმოფხვრისკენ.

ჯანმოს ანგარიშში მოყვანილია პოლიტიკის რამდენიმე ზომა, რომელთაც აქვთ პოტენციალი შეამცირონ სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის გავრცელება:

  • ფისკალური ინტერვენციების განხორციელება (როგორიცაა შაქრიანი სასმელების დაბეგვრა ან სუბსიდიები ჯანსაღი საკვებისთვის);
  • ბავშვებზე არაჯანსაღი საკვების რეკლამის შეზღუდვა;
  • პირველადი ჯანდაცვის სფეროში სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის მართვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში;
  • დიეტისა და ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესების ძალისხმევა ცხოვრების ყველა ეტაპზე, მათ შორის ზრუნვა ორსულობის და მის წინა პერიოდში, ძუძუთი კვების ხელშეწყობა, ინტერვენციები სკოლებში და ზომების მიღება ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელიც აუმჯობესებს ხელმისაწვდომობას ჯანსაღი საკვებსა და ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობებზე;

იხილეთ ანგარიში აქ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

გაზიარება99

დაკავშირებული -პოსტები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
რა ღირს სახელისა და გვარის შეცვლა საქართველოში?
მთავარი

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. კერძოდ, მშობლები განცხადებაში საუბრობენ პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“ და აღნიშნავენ, რომ ის მოიცავს დანაშაულის ნიშნებს, როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა, დისკრიმინაცია და...

დაწვრილებითDetails

“ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო”-მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა....

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო სტაბილურ ნიშნულზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 711 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.23%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას ” -ევროკავშირის საელჩო

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
ლუქ­სემ­ბურ­გში დღეს ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭო გა­ი­მარ­თე­ბა, მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ
მთავარი

საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 28 აპრილს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 28 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6930, ევრო – 3.1627, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6509 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ნახეთ, როგორი ამინდი იქნება 1-ელ მაისამდე საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

1-ელ მაისამდე საქართველოში გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში 28 აპრილს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 29-30 აპრილს...

დაწვრილებითDetails

საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები, ძირს უთხრის ნდობას...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან/და ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების პროცენტის სუბსიდირების გზით. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის – აწარმოე საქართველოში...

დაწვრილებითDetails

მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1985 წელს დაბადებული გ.ი. და 1992 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს....

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 55 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – რუსეთის, უზბეკეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"