ქუთაისში, გარდაცვლილი ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ქეთი ბერძენიშვილის პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.
“სიზმრიდან გამოქცეული” – ეს არის ქეთი ბერძენიშვილის ლექსების კრებული, რომელიც ბოლო 3 წლის შემოქმედებას მოიცავს.
სასტუმრო “არგოში” სამოქალაქო თეატრის მსახიობებმა ჟურნალისტისა და პოეტის ლექსები თეატრალიზებულად წარმოადგინეს. საღამოს მეორე ნაწილში კი საზოგადოებამ ქეთი ბერძენიშვილის სატელევიზიო ინტერვიუების კოლაჟი იხილა და მისი წაკითხული ლექსი მოისმინა. სამოქალაქო თეატრმა დამსწრეებს ქეთის ბოლო ხმოვანი გზავნილიც მოასმენინეს, სადაც ის ქუთაისისა და ცოცხალი ურთიერთობების გაუსაძლის მონატრებაზე საუბრობ.
წიგნის პრეზენტაციას გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის წევრები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამო ჟურნალისტ მაია ყუფარაძის ორგანიზებით ჩატარდა.
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა.










