სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა – 50 წლამდე ფიქრია დარჩია სიდნეის სავაჭრო ცენტრში იმ დროს იმყოფებოდა, როცა შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა.
შეგახსენებთ, რომ სიდნეის სავაჭრო ცენტრში 13 აპრილს დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. სულ მცირე, 11 კი დაშავდა. მათ შორის, ბავშვიც. დაშავებულები კლინიკაში იმყოფებიან.
შემთხვევა 13 აპრილს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა. ავსტრალიის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და მალევე გაანეიტრალეს. თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება.










