LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფაა, ასეთ გარემოში პრაქტიკულად ვერაფერი ცოცხლობს – რა ვითარებაა შავ ზღვაში

სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფაა, ასეთ გარემოში პრაქტიკულად ვერაფერი ცოცხლობს – რა ვითარებაა შავ ზღვაში

დაპოსტა 2025/01/18-ში
A A
168
ნახვა
გაზიარება

შავ ზღვაში რამდენიმე ათასი ტონა მაზუთის დაღვრა მხოლოდ რუსეთზე არ იმოქმედებს და იანვრის ბოლოს დაბინძურებამ შესაძლოა, ოდესამდე მიაღწიოს, ასევე, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებს, ხოლო ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთს მიუახლოვდეს.

ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წყლის პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა, ვიქტორ დანილოვ-დანილიანმა “კომერსანტთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ეს უპრეცედენტო მოვლენა, ანუ პირველი შემთხვევაა, როცა შავ ზღვაში ასეთი დიდი რაოდენობით მაზუთი ჩაიღვარა, რაც 21-ე საუკუნის დასაწყისის შემდეგ რუსეთში ყველაზე სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფაა.”

“ის, რაც შავ ზღვაში მოხდა, ეკოსისტემაზე საშინელი დარტყმაა. ათიათასობით ფრინველი და მრავალი დელფინი დაიღუპა, სანაპირო ფლორისა და ფაუნის დიდი დანაკარგია. ასეთ გარემოში თუნდაც მარილიან წყალში, პრაქტიკულად, ვერაფერი ცოცხლობს,” – ამბობს დანილოვ-დანილიანი.

ასევე, რუსი მეცნიერის ცნობით, მინიმუმ, 200-500 ათასი ტონა დაბინძურებული ნიადაგის ამოღებას უკვალოდ არ ჩაუვლია. კერძოდ, უკვე დარეგისტრირებულია ადგილები, სადაც მაზუთიანი ნიადაგის ამოღების გამო ზღვამ ხმელეთზე 30-50 მეტრზე შეაღწია.

დანილოვ-დანილიანს შავი ზღვის მაზუთისგან მთლიანად გაწმენდის ვადებზე პროგნოზის გაკეთება უჭირს, რადგან „200 მ-ზე მეტი სიღრმის ფსკერზე დალექვის შემდეგ მაზუთი შესაძლოა, იქ მეტად დიდი ხნის განმავლობაში “დაწვეს.” მხოლოდ იმის გაკეთება არის შესაძლებელი, რომ აღმავალი ნაკადის შედეგად მაზუთს ამოტივტივებისას შესაბამისი სამსახურები მობილიზებული იყვენენ, რისთვისაც საკურორტო სანაპიროების მუდმივი მონიტორინგი იქნება საჭირო.

ცნობისთვის: ქერჩის სრუტეში ორი ნავთობტანკერის ჩაძირვის შედეგად შავი ზღვის ფსკერზე, დაახლოებით, 5,000 ტონა მაზუთი რჩება, რომელიც ჟელესმაგვარი მასაა და არ მოძრაობს. ამასთან, 10 იანვარს მეჩეჩზე შემჯდარი ტანკერის, Volgoneft-239-ის უკანა ნაწილის შემოწმებისას ახალი გაჟონვა აღმოაჩინეს, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 2,8 ათასი მ²-ია. ეკოლოგების შეფასებით, M100-მარკის მაზუთი, რომელიც ტანკერებიდან ჟონავს, ზამთრის დაბალ ტემპერატურაზე იყინება და ფსკერზე ილექება. ზედაპირზე მხოლოდ მას შემდეგ ამოდის, რაც წყალი 25 გრადუსამდე თბება. ამ ნიშნულამდე შავი ზღვა ზაფხულში 20 მეტრამდე სიღრმეზე თბება. დელფინების გადარჩენის სამეცნიერო-ეკოლოგიურ ცენტრ “დელფას” ცნობით, შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის შემდეგ 30-ზე მეტი დელფინი დაიღუპა და ნაპირზე გამორიყა.

კრემლი შავ ზღვაში მაზუთის დაღვრის გამო ფედერალური დონის საგანგებო რეჟიმის შემოღებაზე დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. პუტინი თავიდან მხოლოდ „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დამატებითი ჯგუფის“ გაგზავნით შემოიფარგლა. ამასთან, კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის ფედერალური შტაბი გემების ჩაძირვიდან, თითქმის, ერთ თვეში, მხოლოდ 12 იანვარს ჩამოყალიბდა.

ქერჩის სრუტეში, კავკაზის პორტის მახლობლად შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 15 დეკემბერს ჩაიძირა.

 

bpn.ge

გაზიარება67

დაკავშირებული -პოსტები

ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას -შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ რომ კაბინეტიც აქვს, კანცელარიის აპარატიც საკმარისია და კოორდინაციაც ეფექტიანი იქნება?! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მამუკა...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. „2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის...

დაწვრილებითDetails

„სიკეთის, სიყვარულის ადამიანი დავკარგეთ…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
„სიკეთის, სიყვარულის ადამიანი დავკარგეთ…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან
მთავარი

გურიაში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ. სოფელ შემოქმედში მცხოვრები 19 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 23 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გიორგი სურგულაძე რამდენიმე დღე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა, მისი გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლაში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. ფიზიკური პირი კ. კ. (მის: თერჯოლა, სოფ. კვახჭირი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დაფიქსირდა...

დაწვრილებითDetails

ავარიის შედეგად, 10 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
ავარიის შედეგად, 10 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს
მთავარი

მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში ტრაგედია დატრიალდა.  ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაღუპულია 10 წლის ელდარ ჰუსეინოვი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდს მანქანა სახლთან დაეჯახა. „ტრაგედია დატრიალდა, სიტყვები ზედმეტია... ბავშვის სახლთან...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 პირი და ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოს საზღვრიდან 27 კმ-ში, თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   მშვიდად ადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და შეეცადეთ, შეუმჩნეველი დარჩეთ. ნუ იაქტიურებთ, ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე, პირიქით, მოიკრიბეთ ძალები და მოემზადეთ სიახლეებისთვის.     კურო   იყავით ფრთხილად, ნუ...

დაწვრილებითDetails

,,105 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ეკლესიაში მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები გაიმართა-ლაშა დეისაძე

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
კეთილი ინებოს საქართველოს საპატრიარქომ-რას ითხოვენ საპატრიარქოსგან
ახალი ამბები

,,105 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ეკლესიაში მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები გაიმართა. უკანასკნელად ამგვარი საპატრიარქო არჩევნები შედგა 1921 წელს, როდესაც საპატრიარქო კანდიდატები იყვნენ: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) და ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა)....

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აპრილს 09:40-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ბულაჩაური, ქუბრიაანთკარი, ნავაზი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"