ფეისბუკ-გვერდი „წალკა“ რეგიონში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გვერდის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ ახალშენში გზის ჩავარდნის შედეგად გამოჩნდა გვირაბი, რამდენიმე დარბაზით და საინტერესო ნაკეთობებით.
„სენსაციური ამბავი წალკაში. სოფელ ახალშენში, გუშინ შუადღისას სოფლის ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა და გვირაბი გამოჩნდა, რამდენიმე დარბაზით და საინტერესო ნაკეთობებით.
ბუნებრივია, ჯერ კომპეტენტური პირი არ მოსულა, რომ დაათარიღოს, მიანიჭოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ვიმედოვნებთ, მალე მოხდება ეს.
კიდევ ერთი მტკიცებულება ამ მიწის მადლიანობისა. ველოდებით სიახლეებს და ამ ადგილის ტურისტულ ობიექტად მონიშვნას“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.










