სენაკში, შხეფის დასახლებაში მეზობელმა 60 წლამდე მეზობელს დანით დაზიანებები მიაყენა. კაცს ადგილობრივ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაპირისპირება მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე მოხდა. დაშავებული კლინიკაში რჩება.
მომხდარზე გამოძიება 177-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.