აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ეს ვირუსი ადამიანისთვის ასეთი საშიში აღარ იქნება, მაგრამ რეკომენდაციების გათვალისწინება არ უნდა დაგვავიწყდეს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„თუ დავიცავთ სოციალურ და პირადი ჰიგიენის ელემენტარულ წესებს, აუცილებლად გადავრჩებით, ყველა ერთად ცხოვრებას გავაგრძელებთ და ისევ მოვა გაზაფხული კორონას გარეშე“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
ქვეყანაში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.










