ალერგოლოგ-იმუნილოგი ბიძინა კულუმბეგოვი ექიმებს მიმართავს, შეწყვიტონ პრეპარატ “ივერმექტინის” გამოყენება. მისი თქმით, როცა პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე საკმარისი მონაცემები იქნება, საერთაშორისო მარეგულირებლები შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ.
“კოლეგებო, შეწყვიტეთ ივერმექტინის პროტოკოლების და გაიდლაინების მიღმა გამოყენება!
პანდემიის დროს ჩვენი მთავარი რეკომენდატორია WHO, FDA, EMA…
როცა იქნება საკმარისი მონაცემები აღნიშნული წამლის ეფექტურობაზე და უსაფრთხოებაზე ეს აუცილებლად აისახება შესაბამის რეკომენდაციებში.
სევდიანი გზა პლაქვენილიდან ივერმექტინამდე” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.