როგორც ცნობილია, დღეს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშველებმა 2 არასრულწლოვანი ნანგრევებიდან ამოიყვანეს და გადაარჩინეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
აგრეთვე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევებში კიდევ არიან დარჩენილნი მოქალაქეები, მათ დასახმარებლად კი სამაშველო ძალები რეგიონებიდანაც ჩადიან.
სოციალურ ქსელში ზურა ბაუჟაძე პოსტს აქვეყნებს და სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„სახლის ჩამოქცევის პირველი მსხვერპლი უკვე ცნობილია,
ჩემი ნათესავი აღმოჩნდა“,- წერს ზურა ბაუჟაძე.









