საწვავი კიდევ 8 თეთრით გაძვირდა – ქუთაისში მძღოლევო აქცია-მსვლელობას მართავენ.
ისინი საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ. ეს ქალაქში პროტესტის უკვე მეორე შემთხვევაა, რაც საქართველოში ბენზინის ფასის სამ ლარამდე გაზრდას მოჰყვა. ავტომობილთა მფლობელები დახმარებას და ფასების დარეგულირებას სახელმწიფოსგან ითხოვენ.როგორც მძღოლები აცხადებენ საწვავზე ფასის ზრდა მომსახურების სფეროშიც გამოიწვევს ფასების მომატებას. მათივე თქმით საწვავის ფასები პირველი აქციის შემდეგ თბილისში ფასები გაიყინა, თუმცა დასავლეთ საქართველოში გაიზარდა და ფასმა საწვავზე 8 თეთრით მოიმატა.
მძღოლები დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ქალაქში ავტომობილებით მსვლელობას აწყობენ და ბენზინგასამართი სადგურებისკენ მიემართებიან.
სპეციალისტების თქმით საწვავზე ფასის ზრდა ბენზინის საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებამ და ლარის კურსმა განაპირობა. ისინი გამოსავალს სახელმწიფოს მხრიდან აქციზის გადასახადის შემცირებაში ხედავენ.