ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, სულ მალე კი სრულად ლიკვიდირებული იქნება.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
Rustavi2.ge









