საჩხერეში ქარის ელექტროსადგური „იმერეთი 1“ აშენდება – ამის შესახებ შესაბამისი კონცეფცია მთავრობამ 27 მარტის განკარგულებით მოიწონა.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, „იმერეთი 1“-ს შპს „უსასრულო ენერგია“ ააშენებს. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მთავრობამ „უსასრულო ენერგიის“ მიერ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც მოიწონა.
„მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ პოტენციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად იდენტიფიცირებული „იმერეთი 1“ ქარის ელექტროსადგურის პროექტის კონცეფცია“, – აღნიშნულია განკარგულებაში.









