საქართვლელოში დაბრუნებულმა სოფო ნიჟარაძემ გამომწერებს ახალი ამბავი გაუზიარა.
ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, თუმცა ბოლო წლებია, სოფო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრება გახდა.
მომღერალი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ქალიშვილს, ელის-მარიას ზრდიდა. წელს დედა-შვილი თბილისში თბილისში დაბრუნდა.
როგორც ცნობილია, სოფო ნიჟარაძემ ხაგრძლივი პაუზის შემდეგ ერთ-ერთი საახალწლო გადაცემას მიიღო მონაწილეობა და კადრები გადაღებიდან გამომწერებსაც გაუზიარა.
სოფოს სცენაზე დაბრუნებას მისი გულშემატკივრების აღფრთოვანება მოჰყვა: “სცენის დედოფალი დაბრუნდა”, “ყველას გვენატრებოდი, სოფო”, “როგორ მინდოდა შენი სცენაზე ისევ ნახვა” – წერენ “ინსტაგრამზე”.