უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე დაიშვება მაყურებლის 33%-ის დასწრება. მატჩზე დასწრების მსურველი ჩამოთვლილთაგან ერთ პირობას მაინც უნდა აკმაყოფილებდეს:
? წარადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
? ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი;
? 24-საათიანი ვალიდურობის დამადასტურებელი ანგიგენტესტის უარყოფითი პასუხი;
? ან ბოლო 6 თვის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.