საქართველო – ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს
“უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი” – წერს ეროვნული ნაკრები
ბილეთების ღირებულება :
პრემიუმ-ადგილი – 500 ევრო
პირველი კატეგორია – 250 ევრო
მეორე კატეგორია – 175 ევრო
მესამე კატეგორია – 85 ევრო
მეოთხე კატეგორია – 50 ევრო










