LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„საქართველოში შვილების სასურველი საშუალო რაოდენობა ქალებისთვის 2.6, ხოლო კაცებისთვის 3-ია“ – გაეროს კვლევა

„საქართველოში შვილების სასურველი საშუალო რაოდენობა ქალებისთვის 2.6, ხოლო კაცებისთვის 3-ია“ – გაეროს კვლევა

დაპოსტა 2026/07/10-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება
„საქართველოში შვილების სასურველი საშუალო რაოდენობა ქალებისთვის 2.6, ხოლო კაცებისთვის 3-ია“, – ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევაში.

აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2025 წელს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანასა და ტერიტორიაზე: აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთში, უკრაინაში, უზბეკეთსა და კოსოვოში (გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუცია), ინტერნეტზე წვდომის მქონე 18–39 წლის ასაკის 13 500-ზე მეტი რესპონდენტის მონაწილეობით.

კვლევა აჩვენებს, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდების ოჯახისა და შვილების ყოლასთან დაკავშირებით სურვილებსა და დემოგრაფიულ რეალობას შორის, მკვეთრი სხვაობა არსებობს.

ამასთანავე, შედეგები, რომლებიც გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გლობალური მასშტაბით წარმოებული დემოგრაფიული მომავლის კვლევის ნაწილია, ეწინააღმდეგება გავრცელებულ ნარატივებს იმის თაობაზე, თითქოს ახალგაზრდები უარს ამბობენ ოჯახურ ცხოვრებაზე ან მათ შორის შვილების ყოლის სურვილი თანდათან იკლებს.

ნაცვლად ამისა, კვლევა აჩვენებს, რომ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები კვლავაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახს, თუმცა მათი რეპროდუქციული მიზნების განხორციელებას სერიოზული სტრუქტურული ბარიერები აფერხებს.

„ახალგაზრდები მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები მნიშვნელოვნად უფრო ოპტიმისტურად აფასებენ საკუთარ მომავალს, ვიდრე დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების წარმომადგენელი მათი თანატოლები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაცილებით უფრო ძლიერ შფოთვას გამოხატავენ კონფლიქტების, ეკონომიკური კრიზისებისა და უმუშევრობის გამო, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოებით 65%-ს მომავლის პოზიტიური აღქმა აქვს – მაშინ როცა კვლევაში მონაწილე სხვა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ია. საქართველოს მიგნებები აჩვენებს, რომ ქართველი ახალგაზრდები რეგიონულ ოპტიმისტურ ტრენდს მიჰყვებიან და მომავალს იმედიანად უყურებენ მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის სხვა ქვეყნების ახალგაზრდების მსგავსად, მათაც მნიშვნელოვნად აწუხებთ ეკონომიკურ საკითხებზე შფოთვა.

ოჯახს, ქორწინებასა და შვილების გაჩენას ახალგაზრდების პრიორიტეტებს შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ქორწინება და შვილების ყოლა ახალგაზრდებისთვის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მთავარ მიზნად რჩება. გამოკითხულთა 79%-ს სურს დაქორწინება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება კვლევაში მონაწილე სხვა რეგიონებში დაფიქსირებულ 63%-ს. შვილების გაჩენის მთავარი მოტივაცია სიხარული და ბედნიერებაა – რესპონდენტთა 87 პროცენტმა ეს ფაქტორი „მნიშვნელოვნად“ ან „ძალიან მნიშვნელოვნად“ შეაფასა. გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას ორი ან მეტი შვილის ყოლა სურს და ოჯახს საკუთარი იდენტობისა და ბედნიერების უმნიშვნელოვანეს საფუძვლად მიიჩნევს. რეგიონის იმ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე, სადაც შობადობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, შვილების სასურველი საშუალო რაოდენობა ქალებისთვის 2,6, ხოლო კაცებისთვის 2,9 ბავშვს შეადგენს. ხოლო შობადობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 3,7 ბავშვს შეადგენს. კვლევის მიხედვით, საქართველოში შვილების სასურველი საშუალო რაოდენობა ქალებისთვის 2.6 ხოლო კაცებისთვის 3-ია.

„შვილების გაჩენის ყველაზე დიდ დაბრკოლებად ფინანსური არასტაბილურობა სახელდება“

 

 

ოჯახთან დაკავშირებული მისწრაფებები შეუსრულებელი რჩება 35-39 წლის ასაკისთვის. 35–39 წლის ასაკის რესპონდენტთა უმეტესობა აცხადებს, რომ ვერ შეძლო ოჯახთან დაკავშირებული საკუთარი გეგმების განხორციელება. ამ ასაკობრივ ჯგუფში ქალების 22 პროცენტს შვილი არ ჰყავს, თუმცა, თითქმის ყველა შემთხვევაში, ეს მათი არჩევანი არ არის. ამ ქალების 95 პროცენტს რეალურად სურს შვილის ყოლა, რაც მკვეთრად განსხვავდება კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების მონაცემებისგან, სადაც უშვილობა ბევრად უფრო ხშირად პირადი არჩევანის შედეგია. საქართველო მთელ რეგიონში ლიდერობს განათლებისა და კარიერის, როგორც მშობლობის აუცილებელი წინაპირობების, შეფასებაში: ქართველი ახალგაზრდების 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ განათლების დასრულება „ძალიან მნიშვნელოვანია“ შვილის გაჩენამდე, ხოლო 58 პროცენტი იმავეს კარიერულ დამკვიდრებაზე ამბობს. სახლის ფლობის აუცილებლობაც საქართველოში ბევრად უფრო კრიტიკულად აღიქმება, ვიდრე დასავლეთ ევროპაში.

არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობა შვილების სასურველ და ფაქტობრივ რაოდენობებს შორის. ახალგაზრდების მიერ სასურველად დასახელებულ შვილების რაოდენობასა და 35–39 წლის ასაკის მოსახლეობის მიერ ფაქტობრივად გაჩენილი შვილების რაოდენობას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა ფიქსირდება: ქალებში ეს სხვაობა საშუალოდ 1,25 შვილს, ხოლო კაცებში თითქმის 2 შვილს აღწევს. ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა უკრაინაში, სადაც ქალებისთვის შვილების სასურველი რაოდენობა სამ ბავშვს შეადგენს, თუმცა ფაქტობრივი საშუალო მაჩვენებელი ერთ შვილს მცირედით აღემატება.საქართველოში ეს დემოგრაფიული ნაპრალი მჭიდროდ უკავშირდება გენდერული როლების ასიმეტრიას. ქართველი ქალები ელიან, რომ ბავშვის მოვლის მთელი ტვირთი მათზე გადავა. მიუხედავად იმისა, რომ კაცები გამოხატავენ მზაობას მოვალეობების თანაბარი გადანაწილების შესახებ, ისინი საკუთარ თავს მაინც ძირითადად მხოლოდ „მარჩენალის“ (ეკონომიკური უზრუნველყოფის) როლში ხედავენ. ქალები ხაზს უსვამენ, რომ მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკუთარი ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რათა მომავალში პარტნიორზე ძალადობრივად დამოკიდებულნი არ აღმოჩნდნენ. ამასთანავე, საქართველოში დედის სრულ განაკვეთზე მუშაობა მაშინ, როცა ბავშვი 3 წელზე ნაკლებისაა, კვლავ სერიოზულ კონსერვატიულ საზოგადოებრივ გაკიცხვას და ნეგატიურ ორმაგ სტანდარტს აწყდება“, – აღნიშნულია კვლევაში.

ამასთანავე, კვლევის მიხედვით, პარტნიორის პოვნასა და შვილების გაჩენის ყველაზე დიდ დაბრკოლებად ფინანსური არასტაბილურობა სახელდება. მას მოსდევს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: შესაბამისი საცხოვრებლის არქონა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი პარტნიორის პოვნის სირთულე და ბავშვზე ზრუნვისა და საოჯახო საქმეების არათანაბარი განაწილების გამო არსებული შეშფოთება.

„კვლევა აჩვენებს, რომ რეგიონში ფართოდ არის გავრცელებული ცხოვრებისეული ეტაპების შემდეგი თანმიმდევრობა: ახალგაზრდების წარმოდგენით, სტაბილური დასაქმება წინ უნდა უსწრებდეს დამოუკიდებელი საცხოვრებლის მოპოვებას, დამოუკიდებელი საცხოვრებლის მოპოვება წინ უნდა უსწრებდეს პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას, ხოლო პარტნიორული ურთიერთობის დამყარება – შვილის გაჩენას. თუ ამ ჯაჭვის ერთი რგოლი მაინც ირღვევა, ყველა მომდევნო ეტაპი არა მხოლოდ გადავადდება, არამედ მათი განხორციელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, – ნათქვამია კვლევაში.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

„ყველაზე მნიშვნელოვანი“ ბარიერი მშობლობისთვის ფინანსებია – გაეროს კვლევა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 41% მიიჩნევს, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი“ ბარიერი მშობლობისთვის ფინანსებია, - ამის შესახებ ირკვევა „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ უახლესი კვლევიდან. გარდა ფინანსური პრობლემებისა, გამოკითხულთა 39% მთავარ ბარიერად ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეების 68%-ს უმუშევრობა, ხოლო 67%-ს ეკონომიკური კრიზისი აწუხებს – გაეროს კვლევა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 68%-ს უმუშევრობა, ხოლო 67%-ს ეკონომიკური კრიზისი აწუხებს, - ამის შესახებ ირკვევა „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ უახლესი კვლევიდან. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მთავარ პრობლემურ საკითხებს შორის შეხვდებით კონფლიქტებს, ტერორიზმს, ორგანიზებულ...

დაწვრილებითDetails

ხვალ საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებები გელოდებათ ბათუმში

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ხვალ საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებები გელოდებათ ბათუმში
მთავარი

11 ივლისს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „ევროპის დღეს“ შავი ზღვის სანაპიროზე აღნიშნავს. ღონისძიებები 11:30 საათზე სასტუმრო ჰილტონში დაიწყება, რომელიც თავს უყრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, კულტურის...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლე 25 წლის მეზობელმა დაჭრა, რომელიც ხმაურმა შეაწუხა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

თბილისში დაჭრილი არასრულწლოვანი 15 წლისაა. შემთხვევა ღამით ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე მოხდა. TV პირველის ინფორმაციით, 25 წლის კაცი ქუჩაში მოზარდების ხმაურმა შეაწუხა, მათ ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი სახლიდან დანა გამოიტანა...

დაწვრილებითDetails

სამარშრუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა – დაკავებულია ერთი პირი

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის...

დაწვრილებითDetails

ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.   სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად,...

დაწვრილებითDetails

პოლიციელმა ერთი პირი დაჭრა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, საქმეში გურჯაანის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი,...

დაწვრილებითDetails

10 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მოხედვით

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
როგორი ამინდი გველის 26 აგვისტოს
მთავარი

გუდაური - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +9°.   თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13...

დაწვრილებითDetails

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სამუშაოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან მოულოდნელი სიახლე გელოდებათ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ემოციური ხარჯები მოერიდეთ....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"