ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღას საქართველოს, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა ელოდოს.
მინისტრმა ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მაშინ როდესაც მსოფლიო საუბრობს მესამე ტალღაზე, საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ამ კომპონენტშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ და ასევე გავითვალისწინოთ ყველა არსებული გამოცდილება, არა მხოლოდ მზადყოფნის არამედ მართვის კომპონენტშიც.
ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას.
აქედან გამომდინარე, სავარაუდო მესამე ტალღა, შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.