საქართველოში ინტერნეტი 136%-ით ძვირია, ვიდრე ევროპაში

24
ნახვა

ეს შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა.

კვლევის მხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს – ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს. 

“ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და  ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა”, – წერია დასკვნაში.

მობილურ მომსახურებებზე ფიზიკური პირი აბონენტებისთვის საქართველოში დაბალი მოცულობის პაკეტები, მაგალითად როგორიცაა

  • 5 გბ. და ულიმიტო წუთები – ევროპულთან შედარებით 1%-ით ძვირია,
  •  5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთის ფასი კი 23%-ით მეტი.

მაღალი მოცულობის პაკეტებზე საქართველოში ფასები უფრო მაღალია, კერძოდ:

  • 10 გბ. ინტერნეტი  და 1795 წუთის ღირებულება, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია
  • 20 გბ. ინტერნეტი და ულიმიტო წუთები  24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 36%-ით უფრო ძვირია.

რაც შეეხება იურდიულ პირ აბონენტებს, მათთვის:

  • 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთი 1%-ით უფრო მაღალია, ვიდრე კვლევაში შემავალ ქვეყნებში არსებული ანალოგიური პაკეტების საშუალო ფასი
  • 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთი საქართველოში 32%-ით უფრო იაფია
  • 20 გბ. ინტერნეტისა და ულიმიტო წუთების ფასი კი 36%-ით უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ფასი ანალოგიურ პაკეტებზე

ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კი მდგომარეობა ასეთია –  ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, ოპტიკური ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი, 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში 5%-ით, ხოლო რეგიონებში 17%-ით იაფია. მაღალი სიჩქარის  ფიქსირებულ ინტერნეტზე კი საქართველოში ფასები ევროპულთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ  პაკეტის ფასი ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე 136%-ით მეტია.

რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, იურიდიული პირებისთვის 10 მბ/წმ-იანი ოპტიკური ინტერნეტის ფასი, საქართველოში ევროპის 23 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მაღალია.

დაკავშირებული -პოსტები

,,12 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა…“ – დააკავეს მძღოლი, რომელიც მოპედს დაეჯახა

შსს-ს ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომანქანის მართვას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ასევე დაზარალებულის განსაცდელში...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ხ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...

დაწვრილებითDetails

შს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან შსს მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ გავრცელებულ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციას, რომელიც კამპანიურ ხასიათს ატარებს და სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, აჭარის პოლიციისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

„როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე…“ – საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა ემიგრანტი ათენში ირმა ოდილაძე სამძიმარს ვუცხადებთ მეუღლეს, შვილს, ახლობლებს, ათენის ემიგრანტებს, აპოკლისტიკებს და მეგობრებს. უფალმა ნათელი არ მოაკლოს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

17 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.     უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია...

დაწვრილებითDetails

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღეს ენერგიით სავსე ხართ. თქვენი თავდაჯერებულობა და რომანტიკული განწყობა ურთიერთობებში პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს. გამოიყენეთ ეს დრო გრძნობების გამოსახატავად და ურთიერთობების გასაღრმავებლად.​   კურო შეეცადეთ, არ მისცეთ სხვებს ცრუ იმედები....

დაწვრილებითDetails

” ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?!” – კახა კალაძე

ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის, სალომე ზურაბიშვილი ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშ არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის...

დაწვრილებითDetails

დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა – რა წერია დადგენილებაში

დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აიკრძალა. ამის შესახებ „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 9 თებერვლის დადგენილებაშია საუბარი. აღნიშნული დოკუმენტით ცვლილებები შევიდა 2018 წლის 28 დეკემბრის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები