“საქართველოში დასაბრუნებელია წესრიგი, ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული წესრიგი. სრული არეულობაა, პოლიციამ პრაქტიკულად მიუშვა კრიმინალი საკუთარ მოქალაქეებზე და ქვეყანაზე. პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი, პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად. შესაბამისად, ეს კრიმინალური სინდიკატი უნდა დაიშალოს. შეუძლებელია ქვეყანა იმართოს ასე მაფიოზურად” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, რომელსაც კლინიკიდან დისტანციურად ერთვება
მეექვსე კლასელმა თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავდა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე სკოლის...










