საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1074 პაციენტი.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 353 965 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 339 392 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.